გამოყენების ჩვენებები თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან, იმდენად რამდენადაც ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოქმნა. იგი წარმოადგენს მრავალი ბიოკატალიზატორის (ენზიმის) შემადგენელ კომპონენტს და ამდენად ძირითადი ცვლის პროცესებში ღებულობს მონაწილეობას. თუთიის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობის გამო, მისი დეფიციტით გამოწვეული სიმპტომები მრავალფერვანია. თუთიის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება, ვინაიდან იგი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის მოსამატების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ორგანიზმში თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შენელება,ზრდის პროცესის შეფერხება, ქათმის სიბრმავე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია როგორც არასაკმარისი რაოდენობით მიღებით - არაბალანსირებული დიეტით, არასწორი კვებით, ასევე ნაწლავებიდან თუთის შეწოვის დარღვევით და მისი ჭარბი გამოყოფით, მაგალითად ალკოჰოლიზმის დროს, ქრონიკული დიარეის შემთხვევაში (სასაქმებელი საშუალებების ან სხვა მედიკამენტების მიღების პერიოდში).
ადამინთა გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად ორსულებს, მეძუძურ დედებს, სპორტსმენებს, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებს გააჩნიათ თუთიის მიმართ მომატებული მოთხოვნილება, რამაც საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თუთიის დეფიციტი.