ვიორვაგ ფარმა როგორც შენი პარტნიორი

ვიორვაგ ფარმა არის საშუალო ზომის ოჯახური ბიზნესი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ბიობლინგენში შტუტგარტთან ახლოს. დაახლოებით ოცდაათი წლის განმავლობაში კომპანია წარმოდგენილია გერმანიის საზღვრებს მიღმა აღმოსვლეთ ევროპაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩვენი მაღალკვალიფიციური გაყიდვების გუნდის საშუალებით, ჩვენ ვხვდებით ექიმებსა და ფარმაცევტებს დაახლოებით 35 ქვეყანაში.გარდა ზოგადი პროფილის ექიმებისა, ჩვენ კლიენტებს წარმოადგენენ ნევროლოგები, დიაბეტოლოგები, ენდოკრინოლოგები, რევმატოლოგები, თერაპევტები და კარდიოლოგები.

ჩვენ სპეციალიზირებული ვართ ნატურალურ სამკურნალო საშუალებებზე - განსაკუთრებით ვიტამინებზე, მინერალებზე და სასიცოცხლო ელემენტებზე, მათ შორის მცენარეულ ინგრედიენტებზე. ჩვენ ფოკუსირებული ვართ პროდუქციაზე, რომელსაც გააჩნია მეცნიერული მტკიცებულებები დიაბეტისა და მისი გართულებების, ნევროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე ჯანმრთელი იმუნური სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის  შენარჩუნებისთვის.

​​​​​​რა მიზეზით ეძებთ პარტნიორს?

  • ლიცენზირება/გაყიდვები:ეძებთ ძლიერ პარტნიორს თქვენი პროდუქტების წინსვლისა და მარკეტინგისთვის, განსაკუთრებით ქვემოთ ჩამოთვლილ თერაპიულ სფეროებში არსებული მედიკამენტებისთვის?
  • შენაძენი: გნებავთ, თქვენი ინვესტორი ან/და სტრატეგიული პარტნიორი გახდეს  სწრაფად მზარდი, ხანგრძლივი ოჯახური ბიზნესის ისტორიის მქონე კომპანია,რომელსაც გააჩნია მყარი ღირებულებები? 
  • ერთობლივი განვითარება : ეძებთ პარტნიორს დიდი გამოცდილებით ნატურალური სამკურნალო საშუალებების  შემუშავებისა და მარკეტინგის სფეროში?   

რას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს?

  • მრავალმხრივი გამოცდილება მეცნიერების,რეგულირების საკითხებში, ასევე ცხოვრების სტილთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო პროდუქტების მარკეტინგის და გაყიდვების სფეროში.
  • მრავალმხრივი,პირდაპირი კავშირი ექიმებთან და ფარმაცევტებთან გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში, ასევე შერჩევით ბაზარზე აზიასა და ლათინური ამერიკაში. 
  • ძლიერი საერთაშორისო ქსელი და მყარი თანამშრომლობა KOL-ებთან.
  • თქვენთან ინდივიდუალურად შეთანხმებული პარტნიორობის ინდივიდუალური სტილი და არა ურთიერთობის უხეში მოდელი.

 მოუთმენლად ველით თქვენგან გამოხმაურებას!

partnering(at)woerwagpharma.com