ვიორვაგ ფარმა 50 წლისაა: ერთად უკეთესი ჯანმრთელობისთვის - გილოცავთ!

„სპორტული სემინარების ყველა მოწვეული სპიკერი კოლეგის სახელით მინდა გულწრფელად მივულოცო საოჯახო ბიზნესის წლისთავი-მოვლენა, რომელიც უნდა აღინიშნოს.ჩვენ ვამაყობთ, რომ დამფუძნებლის, დოქტორ ფრიც ვორვაგის მიერ ინიცირებული სემინარები,წარმატებით გაგრძელდა მენეჯმენტის შემდეგი თაობის წარმომადგენლებთან მონიკა ვორვაგთან და დოქტორ მარკუს ვორვაგთან ერთად - ეს საქმე ძალიან ახლოს იყო მათ გულებთან და  ჩვენ ცოტათი ვეკუთვნოდით ვიორვაგის ოჯახს. დიდი მადლობა!”

პროფესორი დოქტორი კლაუს ვოლკერი(მარცხნივ)                                                                                                                                      ქალბატონი გ.ვოლკერ-ჰონშილდი,დოქტორი პ.ვინთერი,პროფესორი,დოქტორი ტ.ვესინგჰეიჯი

„გილოცავთ თქვენი კომპანიის 50 წლის იუბილეს! თქვენმა გამოცდილებამ და სიმამაცემ,ყოველთვის გაბედოთ რაიმე ახალი, მიიყვანა ვიორვაგ ფარმა წარმატებამდე. მოხარული ვართ მოგესალმოთ თქვენი კომპანიის ახალ სათაო ოფისში ფლუგფელდში,გისურვოთ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს წარმატებები და შემოქმედებითი ხედვები ყველას კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის."

ალექსანდრე გრულინი,                                                                                                                                                                                ფლუგფელდ ბობლინგენ/ზინდელფინგენის სეციალური                                                                                                                            დანიშნულების ასოციაციის                                                                                                                                                                მმართველი დირექტორი  და მთელი გუნდი

"BPI გულწრფელად გილოცავთ თქვენს 50 წლის იუბილეს! დოქტორ ფრიც ვორვაგის სამეწარმეო ძალამ საფუძველი ჩაუყარა მეორე თაობის წარმატებულ მუშაობას. მათი შედეგების საფუძველზე, დღევანდელი მენეჯმენტი ასევე წარმატებით მართავს კომპანიას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიორვაგის სახელი  დაარსების დღიდან არის დაკავშირებული ასოციაციასთან."

დოქტორი კაი იოახიმსენი                                                                                                                                                                      ფრმაცევტული ინდუსტრiა e.V. ფედერაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

"ქალაქ ბობლინგენიდან გილოცავთ ვიორვაგის 50 წლის იუბილეს. სამომავლოდ ბობლინგენში, ჩვენ ვუსურვებთ კომპანიას, მთელ სამუშაო ძალას და განსაკუთრებით ვიორვაგის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს, დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ ინოვაციურ იდეას ჯანდაცვის გადაწყვეტილებების შესახებ!”

დოქტორი სტეფან ბელცი  ქალაქ ბობლინგენის მერი                                                                                                                          ფლუგფელდ ბობლინგენ/ზინდელფინგენის სპეციალური დანიშნულების ასოციაციის თავმჯდომარე

"მინდა გულწრფელად მივულოცო კომპანიის 50 წლის იუბილე! როგორც ბუნდესტაგის წევრი, მე ვამაყობ, რომ ამ წარმატების ისტორიამ  თავისი კურსი აიღო ჩემს ოლქში შტუტგარტ-ცუფენჰაუზენში. მიწაზე მყარად დგომამ და სამეწარმეო შორსმჭვრეტელობამ ვიორვაგ ფარმა გახადა ის, რაც არის დღეს: წარმატებული, საერთაშორისო, ძლიერი კავშირებით თავის მშობლიურ რეგიონთან. წარმატებები და ყოველივე საუკეთესო!”. 

კარინ მააგი                                                                                                                                                                                          ბუნდესტაგში,საპარლამენტო ჯგუფ CDU/CSU-ს, პენსიაში მყოფი პრესსპიკერი,ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებში.

“ვიორვაგ ფარმას ამ 50 წლიანი ისტორიიდან უნგრეთში 27 წელი გავიდა. როგორც ამ პერიოდის მოწმემ შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის განვითარება საოცარი და წარმატებულია.გისურვებთ ასეთივე პროგრესს მომდეევნო 50 წელის განმავლობაში!

დოქტორი ევა კადარი
მმართველი დირექტორი უნგრეთში

“მე ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ვიორვაგ ფარმას გუნდის ნაწილი.მე ვარ მისი ზრდისა და განვითარების მოწმე, რაც მიღწეულ იქნა ეთიკური, პროფესიონალური და ადამიანური ქმედებებით, რაც ჩვენი კომპანიას აქცევს განსაკუთრებულ სამუშაო ადგილად.ვიორვაგ ფარმა, გილოცავ 50 წლის იუბილეს!"

რაფაელ ჩავარი
ლათინური ამერიკის
რეგიონალური დირექტორი

“უკევე 50 წლია ვიორვაგ ფარმა დაჟინებით მიიწევს წინ ბიზნესის ზრდისა და კეთილდღეობის გზით.ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიზიარებთ თქვენს გზას 2003 წლიდან და ვართ ვიორვაგის გლობალური ოჯახის სანდო ნაწილი.მიიღეთ ჩვენი მოლოცვები!" 

დოქტორი ვიქტორია ტარაბანოვა
მმართველი დირექტორი
უკრაინის გუნდის სახელით

"ძვირფასო ვიორვაგ ფარმა! პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან მოსულს, თქვენ მაჩვენეთ სიტყვა თავისუფლების ნამდვილი მნიშვნელობა. გადაწყვეტილების თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, მოგზაურობის თავისუფლება.თქვენ გახდით ჩემი კარი უფრო დიდი სამყაროსკენ. გმადლობთ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყავით თითქმის 22 წელი.გისურვებთ,ბედნიერებით და სიამაყით განაგრძოთ საოცარი მოგზაურობა მომავალში! გისურვებთ უამრავ წარმატებულ წელს, მოტივირებულ თანამშრომლებს და სიახლეებს! 

დოქტორი ლუცია ფრზონოვა
სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის  მმართველი დირექტორი

ძვირფასო კომპანიონებო

„ვიორვაგ ფარმა 50 წლისაა-ერთად უკეთესი ჯანმრთელობისთვის“-წელს
იუბილეს აღნიშვნისას, ეს არის ჩვენი დევიზი. როგორც ახალგაზრდა
ფარმაცევტს, მამაჩემს არა მხოლოდ სურვილი, არამედ განსაზღვრული
მიზანი ჰქონდა, დახმარებოდა ხალხს მთელს მსოფლიოში,რათა
უკეთესად ეცხოვრად მისი შექმნილი პროდუქციის საშუალებით. მან
თავის ამოცანად დაისახა ხალხის დახმარება და რჩევის მიცემა
ჯანმრთელობის საკითხებში.

ამ მიზნით, მან 1971 წელს დააარსა კომპანია და ამით დაიწყო
წარმატების ისტორიის წერა. მიუხედავად ზრდისა, ჩვენ დავრჩით
საოჯახო ბიზნესად, რომელიც დღესაც ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს
ემყარება.

ჩვენი წარმატების გასაღები ერთი მხრივ, ჩვენი ერთგული თანამშრომლები იყვნენ, მეორეს მხრივ კი ჩვენმა ექიმებმა,ფარმაცევტებმა და ექსპერტებმა, კლინიკებში და პრაქტიკულ საქმიანობაში ხელი შეუწყვეს ვიტამინებისა და მინერალების
გამოყენების იდეას, ცივილიზაციით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაში.

ვიორვაგ ფარმას სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი
ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, მოუთმენლად ველოდები ჩვენს
საიუბილეო წელს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

თქვენი მონიკა ვიორვაგი

Monika Wörwag

ძვირფასო მომხმარებლებო, თანამშრომლებო, ბიზნეს პარტნიორებო, ვიზიტორებო და
ვიორვაგ ფარმავ,

ბოლო 50 წლის განმავლობაში კომპანიის განვითრება განსაზღვრა სამეწარმეო სულისკვეთებამ, ასევე გლობალურმა და ჯანმრთელობის პოლიტიკამ. მუდმივად საჭირო იყო ხელახლა გააზრება და შემოქმედებითი მიდგომა. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს წარმტებით შეეძლო მომავალზე გათვლილი გადაწყვეტილებების მიღება, რამაც მიგვიყვანა კომპანიის ზრდამდე. დღეს, 35 ქვეყნის 1000-მდე თანამშრომელი ეხმარება კომპანიას ჩამოყალიბებაში.

ერთად, ჩვენ შევხვდებით მომავლის ცვლილებებსა და გამოწვევებს. ამით ჩვენ გავაგრძელებთ გაუმჯობესებას იმ მიზნით, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, მსოფლიოს უფრო და უფრო მეტ რეგიონში შევთავაზოთ მაღალეფექტური პროდუქტები და ინოვაციური გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სფეროში.

როგორც დიდი ხნის ტრადიციის მქონე საოჯახო კომპანიის მმართველი საბჭო, ჩვენ ჩვენს ყველა თანამშრომელთან და ბიზნეს პარტნიორთან ერთად,სიამაყით ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ წარმატების ისტორიის გაგრძელებაზე, ჩვენი პაციენტებისა და მომხმარებლების სასარგებლოდ.

დოქტორი ლუცია ჩინქი - დირექტორი ინოვაციების დარგში
გერჰარდ მაიერი-ფინანსური დირექტორი                                                                                                                                                           

იოჰენ შლინდვაინი-გენერალური დირექტორი

„ქალაქის აფთიაქიდან“ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიამდე

როდესაც დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა 1965 წელს შტუტგარტ-ცუპენჰაუზენში გახსნა ქალაქის აფთიაქი, წარმატების შვაბურმა ისტორიამ აიღო გეზი: “ მე მაქეზებდა მეწარმეობის ნიჭი-ამან მიბიძგა უფრო მეტის გაკეთებისკენ. როგორც მეწარმე, მინდოდა უფრო აქტიური ვყოფილიყავი

City Pharmacy

კომპანიის დაარსება 1971 წელს

ფარმაცევტმა, დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა შეიძინა ფარმაცევტული პრეპარატები, ლაბორატორიები და საწარმოო დანადგარები ბერლინის Chemische Fabrik Walter-ისგან. ამით მან საფუძველი ჩაუყარა სკუთარ კომპანია ვიორვაგ ფარმას.

გაციების საწინააღმდეგო სიროფისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დისტრიბუცია დაიწყო გაყიდვების ერთი წარმომადენლით.

მინერალები და ვიტამინები

დოქტორი ფრიც ვიორვაგი დარწმუნებული იყო, რომ მინერალებს და ვიტამინებს შეეძლოთ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

პრეპარატმა მაგნეროტ კლასიკმა განსაზღვრა პროდუქტიის პირველი პორტფოლიო 1981 წელს და ამავდროულად - კვლევის პირველი სფეროც: მაგნიუმის თერაპიული გამოყენება კუნთოვანი და გულ- სისხლძარღვღთა დაავადებების დროს.

ოთხი წლის შემდეგ, ფრიც ვიორვაგმა შეიძინა პრეპრატები ანკერმანისგან: მილგამა გახდა ვიორვაგ ფარმას განმასხვავებელი ნიშანი და საფუძველი ჩაუყარა B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ ნეიროპათიების (ნერვული დარღვევები) მკურნალობას დიაბეტის დროს.

1992 წელს თიოგამას-ალფა ლიპოის მჟავას პრეპრატის წარდგენით, ვიორვაგ ფარმამ შეავსო ნეიროპათიის სამკურნალო პრეპრატების ასორტიმენტი და ჩამოყალიბდა როგორც დიაბეტის თანმხლები დაავადებების სპეციალისტი.

პირველი უცხოური ფილიალი

1993 წელს ფრიც ვიორვაგმა ბუდაპეშტში დააარსა პირველი ფილიალი, რომელსაც მას შემდეგ ხელმძღვანელობს დოქტორი ევა კადარი. ფრიც ვიორვაგი:“ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საოჯახო კომპანია,რომელიც გაემართა აღმოსავლეთისკენ. საზღვრების გახსნა იყო განსაკუთრებული განცდა.“

თაობათა ცვლილება 2001 წელს

მონიკა ვიორვაგი და დოქტორ მარკუს ვიორვაგი შეუერთდნენ კომპანიას და მოკლე დროში გადაიბარეს ხელმძღვანელობა. მათი ეგიდით კომპანია განაგრძობს გაფართოებას: აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში და ბალტიის ქვეყნებში არსებული ბაზრების გარდა, ვიოვაგ ფარმა ფართოვდება აზიაში, სამხეთ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში. 2019 წელს ტაილანდში გაიხსნა გაყიდვების ახალი ოფისი.

ტრადიციასა და ცვლილებას შორის

რამოდენიმე წლის წინ, მეპატრონეების ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო მენეჯმენტიდან თანდათანობით წასვლის შესახებ. დღეს, მმართველი დირექტორები დოქტორი ლუჩია ჩინქი, გერჰარდ მაიერი და იოჰენ შლინდვაინი აგრძელებენ საოჯახო ბიზნესის წარმართვას ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის.