„ახლოს მისვლით - უკეთ ვეხმარებით“: ფირმის ეს დევიზი ვიორვაგ ფარმას სოციალური ჩართულობის საფუძველსაც წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალურ პროექტებს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პიროვნული ჩართულობითაც.
„ახლოს მისვლით - უკეთ ვეხმარებით“: ფირმის ეს დევიზი ვიორვაგ ფარმას სოციალური ჩართულობის საფუძველსაც წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალურ პროექტებს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პიროვნული ჩართულობითაც.
ტანზანია:განათლება პერსპექტივებისთვის
ვიორვაგების ოჯახი და ვიორვაგ ფარმა ახორციელებს მორავიულ მისიონერულ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კომპანიას ტანზანიასა და ზამბიაში.
საგანმანათლებლო პროექტები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: ჩვენ მხარს ვუჭერთ პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას, რათა სტრუქტურულად სუსტ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება დაეუფლონ მკერავის, დურგლის, ელექტრიკოსის ან კომპიუტერის სპეციალისტის პროფესიებს - რაც მათი შეძლოთ საკუთარი თავის რჩენა.
ეს პროექტები ახალგაზრდებში იძლევა უმუშევრობის დაძლევის საშუალებას და განაპირობებს ეკონომიურ და სოციალურ მხარდაჭერას პატარა სოფლების თემებისთვის, რადგან კურსდამთავრებულებს თავიანთი უნარების წყალობით და ინსტრუმენტების საბაზო ნაკრებით, შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის დაწყება.
ტანზანიის სამხრეთ-დასავლეთით, სუმბავანგაში,რაიონ რუკვაში, პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება 2021 წლის იანვარში. პირველი წელი დაიწყება დაახლოებით ოთხმოცდაათი სტუდენტის ტრენინგით.
ნდოლაში, ზამბიის ცენტრში: მორავიის ეკლესიის მიერ დაარსებული პირველი პროფესიული სასწავლო ცენტრი გაიხსნა 2019 წლის ბოლოს.
პროფესიული სასწავლებელი კაკოზში, ტანზანიის სამხრეთით, გაიხსნა 2016 წლის დეკემბერში.
2017 წლის იანვრიდან, სტუდენტები გადიან სწავლებას,რაც აძლევს მათ პერსპექტივას და ამავდროულად მთლიან რეგიონს აძლიერებს ეკონომიკურად.
ტანზანიის სამხრეთით, ნამტუმბოს პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეების საერთო საცხოვრებელი მდებარეობს სოფელში: ეს სასწავლებელი დაარსდა 2016 წელს და მას შემდეგ აგრძელებს განვითარებას.
2013 წელს, ტანზანიის სამხრეთ პროვინცია სონგეაში გაიხსნა პროფესიული სასწავლო ცენტრი.სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება ქალაქის პირობრბში,პროფესიული სასწავლებლის კომერციულ საწარმოებსა და სახელოსნოებში
ტანზანიაში, მბეიას პროფესიული სასწავლებლის გოგონათა საერთო საცხოვრებელმა, პირველი მაცხოვრებლები მიიღო 2013 წლის გაზაფხულზე. დაახლოებით 80 ტუდენტი ქალისთვის არის აქ დაცული საცხოვრებელი ადგილი მათი სწავლის პერიოდში.
დოქტორი ფრიც ვიორვაგი ხსნის შენობის მემორიალურ დაფას.
მონიკა ვიორვაგი მრავალი წელია მხარს უჭერს შტუტგარდში დაარსებულ ასოციაციას Frauen helfen Frauen e.V. მას შემდეგ თანამშრომლებმა არაერთხელ მოაწყვეს ღონისძიებები თანხების შესაგროვებლად, როგორიცაა საქველმოქმედო გარბენი, შემოწირულობებთან მიმართებაში ასოციაციის გაწეული შრომის პატივსაცემად.