ვიორვაგ ფარმა გმბჰ&კო.კგ არის ფარმაცევტული კომპანია,რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს შტუტგარტთან ახლოს, ბობლინგენში.კომპანია ფლობს 20-ზე მეტი შვილობილ კომპანიას აზიაში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში .2021 წელს კომპანიის გაყიდვამ შეადგინა 269,9 მილიონი ევრო, მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული 1200-ზე მეტი თანამშრომელის ფონზე
კომპანია ავითარებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს ფარმაცევტულ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობითვის. ვიორვაგ ფარმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიოფაქტორების კლინიკურ გამოყენებას - რაც მოიცავს ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების გამოყენებას უპირატესად ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, ისეთი როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ვიორვაგ ფარმას პროდუქტების პალიტრა მოიცავს რომელიც რეცეპტურულ, ასევე არარეცეპტურულ პროდუქტებსა და საკვებ დანამატებს. პროდუქციის უმრავლესობა, რომელიც ექსკლუზიურად იყიდება აფთიაქებში, გამოიყენება დიაბეტის მეორადი დაავადებების სამკურნალოდ. სხვა საშუალებები ეფექტურია ნერვული სისტემის დაავადების (ნეიროპათიის) საწინააღმდეგოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ან ჯანმრთელი ძვალ-კუნთოვანი სისტემის შესანარჩუნებლად.
ვიორვაგ ფარმა აწარმოებს როგორც საკუთარ პროდუქციას, ისე კონტრაქტორულ ფარმპრეპარატებს პოლონეთში,ლოცის სპეციალურ ეკონომიურ ზონაში. თანამედროვე შენობათა კომპლექსი განთავსებულია 9,500 კვადრატულ მეტრზე და აღჭურვილია წარმოებისა და განვითარებისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებით.ახლახან შეძენილი კომპლექსი, თანდათანობით ხდება, კომპანია ვიორვაგ ფარმას ჯგუფის პერორალური სამკურნალო ფორმების მოწინავე გამოცდილების ცენტრად.
საოჯახო კომპანია დააარსა დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა 1971 წელს. მას მართავენ დოქტორი ლუცია ჩინკი, გერჰარდ მაიერი და იოჰან შლინდვაინი.