მილგამა® ხსნარი

ეფექტური მკურნალობის გზა

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციულ და ანთებით დაავადებებზე. ისინი ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებენ ნერვული სისტემის მუშაობას.

B1 ვიტამინი (თიამინი) ასრულებს ძირითად როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დროს, აგრეთვე კრებსის ციკლში და შემდგომ თპფ (თიამინ პიროფოსფატის) და ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზში. 

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) მონაწილეობს პროტეინის, და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთმოქმედების პოტენცირება, რომელიც მჟღავნდება ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით ზემოქმედებაში. B6 ვიტამინის დეფიციტის დროს ხდება მდგომარეობის სწრაფი კუპირება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. 

B12 ვიტამინი (ციანოკობალამინი) მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულ სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინის ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის გზით. ლიდოკაინი – ადგილობრივი საანესტეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარებლობითს.

  • გამოყენების ჩვენებები
    მილგამა ®ხსნარი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში, როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები (მათ შორის შემომსარტყვლელი სირსველი), პლექსოპათია, ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპათია, ლუმბოიშიალგია, კუნთოვან-ტონიკური სინდრომები.
  • შემადგენლობა
    ხსნარის 2 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს – თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,
    დამხმარე ნივთიერებები – ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით (ღრმად). 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით, რომელიც მიიღება შინაგანად.
  • შეფუთვა
    • N5 ამპულა კოლოფში
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები