D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან. ამისათვის საჭიროა საკმარისი მზის აბაზანების მიღება, რაც ძირითადად მხოლოდ აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი
მაგნიუმი - სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს. მაგნიუმი აუცილებელია: ნივთერებათა ცვლის პროცესის ნორმალური წარმართვისთვის, ელექტროლიტების თანაბარი დონის შესანარჩუნებისთვის, კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.