- გამოყენების ჩვენებები
ტორაგამა® 20 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და სისხლის წნევის დამწევი საშუალება და მიეკუთვნება მარყუჟული ტიპის დიურეზულებს.
ტორაგამა® 20 მგ ტაბლეტები გამოიყენება:
სითხის დაგროვების სამკურნალოდ ან მისი განმეორებითი გამოვლენის პრევენციისათვის ქსოვილში (კარდიალური შეშუპება) და/ან სხეულში (ჩაქცევები), რაც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევის შედეგად (გულის კუნთის სისუსტე).
- შემადგენლობა
ტორაგამა ® 20 მგ ტაბლეტების
აქტიური ნივთიერებაა: ტორასემიდი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტორასამიდს
- დანიშვნის წესი და დოზირება
მკურნალობა იწყება დღეში 5 მგ ტორასემიდით. ეს დოზირება არის შემანარჩუნებელი დოზირება.
დღეში 10 მგ ტორასემიდით მკურნალობა ნაჩვენებია, როდესაც ჩვეულებრივ დღეში 5 მგ
ტორასემიდი არასაკმარისად ეფექტურია.
ასეთ შემთხვევებში გამოიყენება დღეში 10 მგ ტორასემიდი, არასაკმარისი ეფექტის
შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების სურათის სირთულის შესაბამისად დოზირება გაიზარდოს ტორაგამა® 20 მგ ტაბლეტების 1 ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 20 მგ ტორასემიდს).ბავშვებში და მოზარდებში არ არსებობს ტორაგამა® 20 მგ ტაბლეტების გამოყენების გამოცდილება. ამიტომ ტორაგამა® 20 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში
- შეფუთვა
- საჭირო ინფორმაცია
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ჩამოტვირთვები