- გამოყენების ჩვენებები
მეთფოგამა არის პრეპარატი, რომელიც დიაბეტით (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2 მოზრდილებში) დაავადებულებში სისხლში აქვეითებს გლუკოზის მაღალ დონეს. განსაკუთრებით კი ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებშიც ვერ მიიღწევა სისხლში გლუკოზის ადექვატური დონე მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
მეთფოგამა®500 გამოიყენება როგორც ცალკე (მონოთერაპიაში), ასევე კომბინაციაში გლუკოზის დამწევ სხვა საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად.
მას შემდეგ, რაც დიაბეტით დაავადებულებში დადგინდება დიეტის არაეფექტურობა (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2), შესაძლებელია დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამოვლენის სიხშირის შემცირება მეტფორმინით მკურნალობისას.
- შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებია: მეთფორმინი 500 მგ
სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
- დანიშვნის წესი და დოზირება
მეთფოგამას® მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად.
დოზირება უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების საფუძველზე.
თუ ექიმი არ განსაზღვრავს სხვაგვარ დოზირებას, მეთფოგამას® ჩვეულებრივი დოზა შემდეგნაირია: ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 2-3 ტაბლეტი მეთფოგამა® 500 დღეში (რაც შეესაბამება 1000-1500 მგ მეთფორმინს) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დღიურ დოზამდე, რაც შეადგენს 6 შემოგარსულ მეთფოგამა® 500 ტაბლეტს დღეში (რაც 3000 მგ მეთფორმინის ექვივალენტურია). თუ საჭიროა რამდენიმე ტაბლეტის მიღება, რეკომენდებულია უფრო მაღალი სიძლიერის ტაბლეტების მიღება.
შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის მიყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ორი ან მეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში, მათი განაწილება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, მაგალითად ერთი ტაბლეტი მიიღება საუზმის შემდეგ და ერთი ტაბლეტი სადილის შემდეგ.პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ის შენიშნავს, რომ მეტფოგამას ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი.
- შეფუთვა
- საჭირო ინფორმაცია
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ჩამოტვირთვები