მაგნეროტი®

  • გამოყენების ჩვენებები
    მაგნეროტი® გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არითმიის, სპასტიური მდგომარეობის (მათ შორის ანგიოსპაზმის), ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკისათვის.
  • შემადგენლობა
    მაგნეროტის® ერთი ტაბლეტის შემადგენლობაშია აქტიური მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი 500 მგ (მაგნიუმი-32.8 მგ),
    დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, ნატრიუმის კარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, პოვიდონ K 30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციკლომატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    ინიშნება მაგნეროტის® 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში; შემდეგ 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობაა არა ნაკლებ 4-6 კვირა. განმეორებითი კურსის ჩატარება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
    კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია საღამოს 2-3 ტაბლეტი.
    ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
  • შეფუთვა
    • N 20 და N50 ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები