გაბაგამა® 300მგ

  • გამოყენების ჩვენებები
    ეპილეფსია: მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ გაბაგამა® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული თერაპიის სახით პარციალური ეპილეფსიური (მათ შორის მეორადი გენერალიზაციით მიმდინარე) გულყრების სამკურნალოდ.

    პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი:
    გაბაგამა® გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის მკურნალობაში. პერიფერიული (რომლებიც ძირითადად ფეხბეში და/ან ხელებში ვითარდება) ნეიროპათიური ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, როგორებიცაა დიაბეტი ან შემომსარტყველი ლიაქენი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ცხელი, მწველი, თრომბირებული, უეცარი ტკივილი, ჩხვლეტითი, კრუნჩხვითი, ყრუ და ა.შ.
  • შემადგენლობა
    აქტიური ნივთიერება – გაბაპენტინი 300მგ
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    ყოველთვის მიიღეთ გაბაგამა® ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშრიდით ექიმს.
    თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას.
    თუ გრძნობთ, რომ გაბაგამა® -ს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარამცევტს.
    თუ ხანდაზმული პაციენტი ბრძანდებით (65 წელზე ზემოთ) და თირკმლის პრობლემები არ გაწუხებთ გაბაგამა® ჩვეულებრივად უნდა მიიღოთ.
    თირკმლის პრობლემების არსებობისას ექიმმა შეიძლება სულ სხვა დოზირების რეჟიმი და/ან დოზა დანიშნოს.
    ყოველთვის გადაყლაპეთ კაფსულა ჭარბი რაოდენობა წყლის მიყოლებით.
    განაგრძეთ გაბაგამა® -ს მიღება, მანამ სანამ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას.

    პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი:
    მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..

    ეპილეფსია:
    უფროსები და მოზარდები:
    მიიღეთ კაფსულების რაოდენობა დანიშნულებისამებრ. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..
    6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
    თქვენი ბავშვისათვის მისაცემ დოზას დაადგენს ექიმი, რომელიც ბავშვის წონის მიხედვით გამოიანგარიშება. მკურნალობა დაბალი საწყისი დოზით იწყება, რომელიც თანდათანობით გაიზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. ეპილეფსიის საკონტროლო ჩვეულებრივი დოზა არის 25-35 მგ/კგ/დღეში, დღეში სამჯერ, ყოველ დრე დილით, შუადღესა და საღამოს.
  • შეფუთვა
    • N200 კაფსულა
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები