დიაბეტით ინდუციებული ნეიროპათიებისთვის, გამოწვეული B1 ვიტამინის დეფიციტით.
პრობლემის გადაწყვეტა დიაბეტთან ასოცირებული B1 ვიტამინის დეფიციტის დროს
ხშირად, დიაბეტით დაავადებული პაციენტები ნერვების დაზიანების შესახებ იგებენ მას შემდეგ, რაც ტერფებში უჩნდებათ: ჩხვლეტის, წვის, მგრძნობელობის დაქვეითებისა და ტკივილის შეგრძნება. ნერვის დაზიანება(ნეიროპათია) ხშირად გამოწვეულია B1 ვიტამინის დეფიციტით. დასაწყისში მსუბუქად გამოხატული ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, შესაძლოა გადაიზარდოს ტკივილსა და მგრძნობელობის დაქვეითებაში.როდესაც ადამიანი ვეღარ შეიგრძნობს სიცხეს, სიცივეს, ზეწოლას და ტკივილს, ეს უკვე პრობლემებზე მიანიშნებს. თუ ტერფზე მიყენებული დაზიანება არ შეიგრძნობა, მას ადამიანი ვერ ამჩნევს და შესაბამისად მკურნალობაც არ ტარდება. ამას ხშირად მოსდევს „დიაბეტური ტერფის სინდრომის“ განვითარება.
მილგამა ®მონოს შეუძლია წინ აღუდგეს ნერვის ზემოთხსენებულ დაზიანებას. ის შეიცავს B1 ვიტამინის პრეკურსორს- ბენფოთიამინს, აქტიური სუბსტანციის სახით, რომელიც ეფექტურად ახდენს B1 ვიტამინის დეფიციტის კომპენსირებას, რაც ასე ხშირია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
მილგამა ®მონო აკომპენსირებს B1 ვიტამინის დეფიციტის, ნერვებზე დამაზიანებლად მოქმედებას და ამსუბუქებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტერფებში: წვის, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაქვეითება.