- გამოყენების ჩვენებები
-დეპრესიული დაავადებები
- შიშის შეგრძნება და ნევროზი
- ტკივილები დიაბეტური ნეიროპათიის დროს (წვა, ჩხვლეტა, ელექტროშოკის მსგავსი სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ადგილას შეგრძნების დაკარგვა ან შეხებით, სიცივით, სიცხით გამოწვეული ტკივილი)
- შემადგენლობა
დულოქსეტინი ააა 60მგ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - დულოქსეტინს 30მგ
- დანიშვნის წესი და დოზირება
დეპრესიული დაავადებების და დიაბეტური პოლინეიროპათიით გამოწვეული ტკივილების დროს: თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, ჩვეული დოზა შეადგენს 60მგ დღეში ერთხელ.
შიშების დროს: თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, საწყისი ჩვეული დოზა შეადგენს 30მგ დღეში ერთხელ. შემდგომა დოზა იზრდება დღეში ერთხელ 60მგ-მდე. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას. დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 120მგ-მდე.
დულოქსეტინი ააა მიიღება პერორალურად, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ კაფსულა და მიაყოლეთ წყალი. დულოქსეტინ ააა შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ ან შემდეგ. ეცადეთ კაფსულები მიიღოთ დღის ერთიდაიმავე მონაკვეთში.
დულოქსეტინ ააა მკურნალობის ხანგრძლივობას განისაზღვრება ექიმის მიერ. ექიმთან
კონსულტაციის გარეშე არ დაასრულოთ მკურნალობა ან არ შეცვალოთ დოზები. დანიშნულებისამებრ მკურნალობის ჩატარება მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მკურნალობის გარეშე შესაძლოა გართულდეს თქვენი მდგომარეობა და დაგვიანებული მკურნალობა გაართულოს.
- შეფუთვა
- საჭირო ინფორმაცია
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ჩამოტვირთვები