გამოყენების ჩვენებები D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:
ორგანიზმმა უნდა მიიღოს მინერალები კალციუმი და ფოსფორი, შესაბამისად სისხლში შენარჩუნდეს კალციუმის საკმარისი დონე. D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია კბილების, ძვლებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უჯრედოვანი შრის გამტარიანობისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის
ვიტაგამას ® მიღება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 65 წლის ასაკიდან, ასაკის მატებასთან ერთად იწყება კანის გათხელება და კლებულობს D ვიტამინის სინთეზი.